ახალი ამბები
გორში სტანდარტებისა და მეტროლოგიის ოფისი გაიხსნება
სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ფილიალი სამების ქუჩაზე ორ ოთახს დაიკავებს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ქალაქ გორის მერიიდან აცნობეს.

მერის თანხმობით, ყოფილი სტანდარტების შენობაში, შესაბამისი ფართი უკვე გამოიძებნა.

საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო (GEOSTM) წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც ახორციელებს საქმიანობას სტანდარტების და მეტროლოგიის სფეროში.

მეტროლოგია მოიცავს საქმიანობის სამ ძირითად მიმართულებას: საერთაშორისოდ აღიარებული გაზომვის ერთეულების განსაზღვრა, (მაგ: მეტრი, კილოგრამი). გაზომვის ერთეულების აღწარმოება მეცნიერული მეთოდებით, ეტალონების შექმნა, განვითარება, მოვლა (მაგ. მეტრის აღწარმოება ლაზერის, მეშვეობით). მიკვლევადობის ჯაჭვების ჩამოყალიბება, გაზომვის მნიშვნელობისა და სიზუსტის განსაზღვრით და დოკუმენტირებით (რათა კილოგრამი ერთ ქვეყანაში იმავეს იწონიდეს რასაც მეორე ქვეყანაში).

რაც შეეხება სტანდარტიზაციას, დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე სტანდარტის შემუშავება ხდება შესაბამისი ტექნიკური კომიტეტის საშუალებით და მისი რეგისტრაცია საქართველოს სტანდარტების რეესტრში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები