ახალი ამბები
უფლისციხეს ტურისტი ვერტმფრენით ესტუმრა
ისტორიულ ციხე-ქალაქ უფლისციხეს ტურისტი ვერტმფრენით ესტუმრა.

ამის ამსახველი ფოტო ადგილობრივებმა გადაიღეს. მათი თქმით, ტურისტი, სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქე იყო.

ვერტმფრენი მუზეუმიდან დაახლოებით 300-400 მ მანძილის მოშორებით დაჯდა. ტურისტი ოჯახთან, მეუღლესთან და შვილთან ერთად იმყოფებოდა. ფოტო 2017 წლის 18 აგვისტოსაა გადაღებული.

მუზეუმის ადმინისტრაციის ცნობით, ივლისში უფლისციხეში ვიზიტორების რაოდენობამ 30 ათასს მიაღწია.

2017 წლის დინამიკა ასეთია:

იანვარი - 4 961; თებერვალი - 4 526; მარტი - 14 708; აპრილი - 17 821; მაისი - 33 118. ივნისი - 48 138

სულ 123 272

2016 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით უფლისციხეს 43 348 ვიზიტორი ჰყავდა.

პ.ს. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ დაგვიკავშირდა ერთ-ერთი მოქალაქე, რომელმაც აღნიშნა, რომ ვერტმფრენი ქართველ ბიზნესმენს ეკუთვნის.
Print

სტატიის გამოყენების პირობები