ახალი ამბები
საბრძოლო დიდების მუზეუმთან ქვაფენილს მწვანე საფარის მოსაწყობად აიღებენ
ქალაქ გორში, სტალინის გამზირზე, მარადიულ ცეცხლთან მწვანე საფარს მოაწყობენ.

ამის შესახებ გადაწყვეტილება ქალაქის მერიამ 31 აგვისტოს მიიღო.

ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, 80 კვ.მ ფართობზე ქვაფენილს აიღებენ და, მის ნაცვლად, ბალახს დათესენ. დაირგვება 4 ცალი ნერგი და დაიდგმება დეკორატიული სკამები.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, სკვერს ბეტონის ფილებით შემოსაზღვრავენ.

საბრძოლო დიდების მუზეუმის რეაბილიტაციისთვის 10 000 ლარი გამოიყო. სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას 19 სექტემბერს დაასახელებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები