ახალი ამბები
ბადრი ნანეტაშვილი გორის მერის კანდიდატად ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ დაარეგისტრირეს
ტელეკომპანია ,,თრიალეთის" წარმომადგენელი ბადრი ნანეტაშვილი გორის მერის კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირდა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის საოლქო საარჩევნო კომისიიდან აცნობეს.

კომისიის წარმომადგენლის თქმით, მან საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული რაოდენობა ამომრჩეველთა ხელმოწერებისა, ხარვეზების გამოსწორების შემდეგ, წარადგინა.

ნანეტაშვილის კანდიდატურის შესახებ საინციატივო ჯგუფმა 25 აგვისტოს გორის საოლქო საარჩევნო კომისიას წერილობით მიმართა.

საინიციატივო ჯგუფში თინათინ თაყაძე, დავით მთიულიშვილი, ნინო დვალიშვილი, რობერტ ზანგალაძე და გიორგი კახნიაშვილი შედიან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები