ახალი ამბები
პოლიციის შენობასთან გაჩერებულ მანქანას სავარაუდოდ ნასვამი მძღოლი დაეჯახა
დიდი სიჩარით მიმავალი მსუბუქი ავტომანქანა ვერხვების დასახლებაში გაჩერებულ მანქანას შეეჯახა.

თვითმხილველებმა ფოტოები გადაიღეს და  მოგვაწოდეს.

ისინი გვწერენ, რომ ლურჯი ფერის ავტომანქანაში ორი გოგონა იჯდა, მძღოლი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და ადგილები პატრულის მისვლამდე  გაცვალეს.

პატრულის თანამშრომლებმა ზეპირი ახსნა-განმარტების შემდეგ ერთ-ერთ მათგანს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გამოუწერეს. შსს-ს პრეს-სამსახურის ცნობით, მძღოლს ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ყოფნა არ დაუდგინდა.

შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს პოლიციის შენობასთან დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერები არ გამოუყენებიათ. ავტოსაგზაო შემთხვევა 3 სექტემბერს მოხდა. 

სუხიშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ რომ არა ბარიერი, ლურჯი ფერის მანქანა ტროტუარზე ავარდებოდა.
















Print

სტატიის გამოყენების პირობები