ახალი ამბები
გორში 10 მინი სტადიონი გარემონტდა
გორში 10 მინი სტადიონის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.

ქალაქის სხვადასხვა უბანში მდებარე მოედნებზე ღობეები, ხელოვნური საფარი და სკამები  გამოიცვალა.

მოედნები ელიოზიშვილის ქუჩის, ძმები რომელაშვილების ქუჩის (ყოფილი გორკის ქუჩა), ყიფიანის ქუჩის #56-ის, ბესიკის ქუჩის, ვერხვების დევნილთა ჩასახლების, უფლისციხის ქუჩის #42-ის, შინდისის გზატკეცილის #3-ის, სუხიშვილის #57-ის, სუხიშვილის ქუჩის #10-ის, შინდისის გზატკეცილის #32-ის მიმდებარედ მდებარეობს.

სტადიონების სარეაბილიტაიო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „პალმა“ ასრულებს.

პროექტი ღირებულება 1 300 000 ლარია, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის (მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით) თანაფინანსირებით ხორციელდება. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსების წილი შეადგენს 290 ათას ლარს.

როგორც ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სამსახურში აცხადებენ, სპორტული მოედნები თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ეწყობა.







Print

სტატიის გამოყენების პირობები