ახალი ამბები
შიდა ქართლში საფეხბურთო ტურნირები რეგიონისა და მუნიციპალიტეტის მასშტაბით იმართება
გორის მინი სტადიონებზე საფეხბურთო ტურნირები მიმდინარეობს.

შიდა ქართლის მასშტაბით და სამოყვარულო ლიგის ინიციატივით, ერთმანეთს რეგიონის საუკეთესო გუნდები, ხოლო მუნიციპალიტეტის დონეზე, - ქალაქისა და სოფლების ნაკრებები ეჯიბრება.

როინ მარღიშვილის სახელობის ტურნირი უკვე დამთავრდა. მასში ქალაქისა და რაინიდან 16 გუნდი მონაწილეობდა. აქედან სოფლებიდან, მხოლოდ, გარეჯვარი, ახალდაბა და ქვახვრელი მონაწილეობდა. როინ მარღიშვილის ტურნირზე ქვახვრელის გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა.

,,ამ ტურნირის ორგანიზატორია ტოლიკა ავაზნელი, რომლის ხარჯებით თასები და საჩუქრები გუნდებს გადაეცა" - გვითხრეს მონაწილეებმა. პირველ ადგილზე გასულ გუნდს ცხვარი, ღვინო და 500 ლარი, ხოლო მეორე ადგილზე გასულ კომბინატის გუნდს 300 ლარი გადაეცა.

საჩუქრების გადაცემის ცერემონიალს გორის მერის კანდიდატი კოტე თავზარაშვილი დაესწრო.


რაც შეეხება სამოყვარულო ლიგის თამაშებს, აქ 6 ტურნირი დამთავრდა და დარჩა კიდევ ოთხი შეხვედრა. სამოყვარულო ლიგაზე მეჯვრისხევის გუნდი ლიდერობს.

ფოტოზე: მუნიციპალიტეტის ჩემპიონატზე გამარჯვებული გუნდი

Print

სტატიის გამოყენების პირობები