ახალი ამბები
გორის საკრებულოში მოსახვედრად 6 კანდიდატი დამოუკიდებლად იბრძოლებს
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად, 6 კანდიდატი დამოუკიდებლად იბრძოლებს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიიდან აცნობეს.

კომისიის წარმომადგენლის ცნობით, 6-ვე კანდიდატის დოკუმენტაცია წესრიგშია და ისინი უკვე დარეგისტრირებული არიან.

ქალაქში თამაზ მაყაშვილი და ზაზა ბერიძე, ატენში - დავით ვანიშვილი, ბოშურში - მურად თოფჩიშვილი, მერეთში - მერაბ მახარაშვილი, ნიქოზში -  თეიმურაზ ლაზარაშვილი იყრიან კენჭს.

თავდაპირველად, გორის #32 საოლქო საარჩევნო კომისიას კანდიდატების დასარეგისტრირებლად 7-მა საინიციატივო ჯგუფმა მიმართა.

,,მათგან 3 კანდიდატის, ზაზა ბერიძის, თეიმურაზ ლაზარაშვილისა და ვასილ ბიბილაშვილის საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაში კომისიამ ხარვეზები დაუდგინა და ორდღიანი ვადა, დოკუმენტაციის წესრიგში მოყვანის მიზნით, მისცეს.
ზაზა ბერიძემ და თეიმურაზ ლაზარაშვილმ შეძლეს ხარვეზის გამოსწორება, ხოლო ვასილ ბიბილაშვილმა ვერ წარმოადგინა ამომრჩეველთა მხარდამჭერთა სრული სია და რეგისტრაციაზე უარი ეთქვა" - აცხადებენ საოლქო საარჩევნო კომისიაში.

დამოუკიდებელ კანდიდატებს 21 სექტემბრამდე აქვთ ვადა, საკუთარი გადაწვეტილების შეცვლის თაობაზე.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის ოქტომბერში გაიმართება. ახალი კოდექსის მიხედვით, მუნიციპალიტეტის არჩეულ მერს სამსახურის ხელმძღვანელების დანიშვნა, საკრებულოს წევრების გარეშე, არ შეუძლია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები