ახალი ამბები
9 მოსწავლე 100%-იანი გრანტით და 17 მედალოსანი კურსდამთავრებული - მესამე სკოლის შედეგი
გორი მესამე საჯარო სკოლის 78 კურსდამთავრებულიდან უმაღლეს სასწავლებელში 68 მოსწავლე ჩაირიცხა. აქედან, 9 მოსწავლე 100%-იანი გრანტის მფლობელია.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სკოლის დირექტორის მოადგილე ნანა ნინოშვილი ესაუბრა.

მისი თქმით, წლევანდელი წელი, შედეგების კუთხით, სკოლისთვის საკმაოდ წარმატებული წელია.

კურსდამთავრებულებიდან 17 მედალოსანია. აქედან, 14-მა მოსწავლემ ოქროს მედალზე, ხოლო სამმა - ვერცხლის მედალზე დაამთავრა.

ოქროს მედალოსნები:

1 ანა მოციქულაშვილი
2. არჩილ ორთანეზაშვილი
3. გვანცა ხორგუაშვილი
4. გიორგი ხმალაძე
5. დავით ოქროპირიძე
6.ელენე არაბაშვილი
7. თათია თურაზაშვილი
8 მარიამ პატარაშვილი
9 მედეა ბეგიჯანაშვილი
10 ნათია ყაზარაშვილი
11. ნია აფციაური
12 ნინო ნადირაშვილი
13. რატი მდივანი
14 სანდრო მარანელი

ვერცხლის მედალოსნები:

1. გიორგი ხითარიშვილი
2. მარიამ ბერძნიშვილი
3. მირანდა ბერძნიშვილი

100%-იანი გრანტი აიღეს როგორც მედალოსნებმა, ასევე, არამედალოსნებმაც" - გვითხრა ნანა ნინოშვილმა.

მესამე სკოლა ქალაქის ცენტრში მდებარეობს და ერთ-ერთ პრესტიჟულ სასწავლებლად ითვლება. ყოველი ახალი სასწავლო წლისთვის, იქ სწავლის მსურველ მოსწავლეთა რაოდენობა დიდია.  

წლევანდელი წელი სკოლისთვის, როგორც სასიხარულო, ასევე, ტრაგიკულიც იყო. ამ სკოლის პედაგოგი და მოსწავლე ტრაგიკულად დაიღუპნენ, თანაც ერთ დღეს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები