ახალი ამბები
ხაშურის ფარგლებს გარეთ ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტზე ორი პირი დააჯარიმეს
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებთან - ქვიშხეთთან და ოსიაურთან, გადამოწმების მიზნით შეჩერებული ავტომანქანების ძარაზე განთავსებული იყო, ერთ შემთხვევაში - 3,5 მ3 და მეორე შემთხვევაში - 14 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი.

მძღოლები, სოციალური ჭრის შედეგად მოპოვებული ხე-ტყის ტრანსპორტირებას, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრის გარეთ ახდენდნენ, რაც სოციალური ჭრის საფუძველზე მოპოვებული ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევას წარმოადგენს.

აღნიშნული ფაქტები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს შიდა ქართლის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა გამოავლინეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, შედგა შესაბამისი ოქმები. ავტომანქანები დაილუქა. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის ორგანოს გადაეგზავნა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები