გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ
თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტროს
პრეს-სამსახური ავრცელებს.
პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, გორის თეატრის სამხატვრო
ხელმძღვანელად დავით ჩხარტიშვილი დაინიშნა.
29-წლის რეჟისორმა სპექტაკლები სხვადასხვა თეატრებში დადგა. მათ
შორის, ერთ-ერთი წარმატებული სპექტაკლი, ირაკლი სამსონაძის პიესის
მიხედვით, ,,ყოფილების სარეცელი" - მესხეთის თეატრის სცენაზე.
ამ სპექტაკლით გასულ წელს დავით ჩხარტიშვილი თეატრალურ ფესტივალზე
წარადგინეს, როგორც ,,საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორი".
დავით ჩხარტიშვილის დანიშვნამდე გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
რეჟისორი სოსო ნემსაძე იყო.
,,მე მივმართავ, მხოლოდ, ერისთავის თეატრის ერთგულ მაყურებელს, თქვენ
ნამდვილად იმსახურებთ საუკეთესო სპექტაკლებს. თქვენი მხურვალე ემოცია
ყოველთვის გარკვეულ სტიმულს მაძლევდა გორელებო. ყველა პროექტის
განხორციელება გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ
ყველაზე რთული მაინც თეატრიდან წასვლის გადაწყვეტილების მიღება
აღმოჩნდა. რას იზამ, ეს მაიც გარდაუვალი იქნებოდა, ხოდა იყოს ახლა.
უდიდესი წარმატება ერისთავის თეატრს. მიყვარხართ" - ასე ემშვიდობება
სოსო ნემსაძე გორის თეატრს.
ფოტოზე: დავით ჩხარტიშვილი
სტატიის გამოყენების პირობები