ახალი ამბები
ერგნეთში მე-80-ე საიუბილეო შეხვედრა ევროკავშირის მისიის ახალი თანათავმჯდომარის მონაწილეობით გაიმართა
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში რიგით მე-80-ე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას თანათავმჯდომარეობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი მოქმედი ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი და ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ელჩი ბეხლერ გიუნტერი უწევდნენ.

მისიის ხელმძღვანელის პოსტზე კიასტუტის იანკაუსკასმა მუშაობა 25 აგვისტოს დაასრულა და მოღვაწეობა 1 სექტემბრიდან აზერბაიჯანში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში გააგრძელა.

,,ამაყი ვარ, რომ ვიყავი ნომერ პირველი დამკვირვებელი და დარწმუნებული ვარ რომ ეს მისია წარმატებით გააგრძელებს მანდატის შესრულებას, საქართველოში მეტი უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის"- აღნიშნა მისიის ყოფილმა ხელმძღვანელმა.

რაც შეეხება მოქმედ ხელმძღვანელს, ერიკ ჰოგი დღეს ერგნეთი იმედს გამოთქვამდა, რომ შეხვედრაზე იმ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა მოხდებოდა, რომელიც ადმნისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ეხება და მხარეები რიგ საკითხებზე მიაღწევენ შეთანხმებას.

შეხვედრის დასრულების შემდეც, დე-ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა განაცხადა, რომ ისინი გამყოფ ხაზთან მცხოვრები ოჯახების საყოფაცხოვრებო პრობლემებს, ასევე, ახალგორის რაიონის საჯარო სკოლებში არსებულ ვითარებას, ქართველი სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიების მიმდინარეობას და სხვა საკითხებს შეეხნენ.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენელი კახაბერ ქემოკლიძეც. უწყებები ოფიციალურ განცხადებებს მოგვიანებით გაავრცელებენ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები