ახალი ამბები
შინდისის ბრძოლის შესახებ ფილმს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით გადაიღებენ
2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში, სოფელ შინდისში დაღუპულ 17 ქართველ ჯარისკზე ფილმის – „შინდისის“ გადაღებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდება.

ამ მიზნით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 801 384 ლარს მიიღებს.

მთავრობის განკარგულება, რომელიც ფილმის გადაღებისათვის თანხის გამოყოფას ითვალისწინებს, უკვე გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეში.

შინდისის გმირების შესახებ ფილმს რეჟისორი დიტო ცინცაძე იღებს. ირაკლი სოლომონაშვილის სცენარს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში რეალურად მომხდარი ამბავი უდევს საფუძვლად. ფილმის პროდიუსერია ედმონდ მინაშვილი.

მთავარი გმირის როლს მერაბ ნინიძე შეასრულებს.

წყარო
Print

სტატიის გამოყენების პირობები