ახალი ამბები
ბადრი ნანეტაშვილი გორის მერის კანდიდატად ,,ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერმა წარადგინა
რობერტ ზანგალაძე, რომელიც ცესკოში გორის მერის კანდიდატის ბადრი ნანეტაშვილის ერთ-ერთი წარმდგენია, ,,ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერია.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს თავადვე განუცხადა.

მისი თქმით, იგი, ამჟამად, ტელეკომპანია ,,თრიალეთში" მუშაობს და, შესაბამისად, პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის" აქტივობებში ვერ ერთვება.

,,ნაცმოძრაობის მხარდამჭერი ვარ დღემდე. ბადრი ნანეტაშვილთან ვმეგობრობ და იმიტომ დავუჭირე მხარი მის წარდგენას" - გვითხრა რობერტ ზაგალაძემ.

საინიციატივო ჯგუფმა ტელეკომპანია ,,თრიალეთის" დამფუძნებელი და მფლობელი (ამჟამად 20%-ის მფლობელი) ბადრი ნანეტაშვილი 2017 წლის 25 აგვისტოს წარადგინა. სხვა კანდიდატი საინიციატივო ჯგუფიდან გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში არაა დარეგისტირებული.

რაც შეეხება ,,ნაციონალურ მოძრაობას", ეს პარტია გორის მერის კანდიდატად რეზო კახნიაშვილის წარდგენას აპირებს. პარტიის რეგიონული ლიდერი ბადრი ბასიშვილი აცხადებს, რომ რობერტ ზანგალაძე აღარაა მათი პარტიის წევრი.

ფოტოებზე: რობერტ ზანგალაძე ბადრი ბასიშვილთან და რეზო კახნიაშვილთან ერთად



Print

სტატიის გამოყენების პირობები