გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, დაახლოებით, 700 კბ.მ
მოცულობის ხე-ტყის მასალას არიგებენ.
შიდა ქართლის სატყეო სააგენტოში დოკუმენტაცია დღეს 15-მდე სატვირთო
ავტომანქანის მძღოლს შემოუწმეს.
სააგენტოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ დროისთვის რაიმე
დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. თითო ავტომანქანის ძარაზე 7-8 კბ.მ
მოცულობის შეშა აწყვია.
,,სკოლებისთვის შესაბამისი ტერიტორია სოფელ ფელის ტყის ტერიტორიაზე
გამოიყო და ჩვენი წარმომადგენლების ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობს
ტყე-კაფის სამუშაოები. დღეს, დაახლოებით, 15-მდე მანქანა შევამოწმეთ.
მძღოლები ჩქარობენ, რომ ამინდის გაუარესებამდე მოასწრონ სამუშაოები" -
გვითხრეს სატყეო სააგენტოში.
პირველ ეტაპზე გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების სკოლები მომარაგდება,
სადაც ბუნებრივი აირით ვერ სარგებლობენ.
სტატიის გამოყენების პირობები