ახალი ამბები
სოფელ წაღვლში ბეტონის გზა იგება
მთის ფონდის დაფინანსებით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ წაღვლთან ბეტონის გზა იგება.

1,3 კმ მანძილზე, გზის საფარის გარდა, სანიაღვრე არხები ეწყობა. შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე სიმონ გულედანი ამბობს, რომ ამ ეტაპზე სამუშაოების 60% დასრულებულია.

სოფელ წაღვლში ის ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა.

გულედანის თქმით, ბეტონი გზის პროექტი მოიცავს როგორც სოფლის ძირითადი გზის, ასევე ჩიხებისა და უბნების რეაბილიტაციას.

,,გარდა მთის ზონისა, წაღვლი საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფელია, რომელიც 2015 წელს სრულად გაზიფიცირდა. გზის სამუშაოები ერთ თვეში დასრულებდა" - აცხადებს გულედანი. 

ადგილობრივების თქმით, სოფელში მასშტაბური პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და სოფლიდან მოსახლეობის გადინების შეწყვეტას. 


Print

სტატიის გამოყენების პირობები