ახალი ამბები
სურამში 60 ნაძვი მოჭრეს - ფაქტს გარემოს დაცვის სამინისტრო გამოეხმაურა
შიდა ქართლის რეგიონის ხაშურის მუნიციპალიტეტის, სოფელ კაკალათუბანის მიმდებარედ, დაახლოებით 60 ძირი ნაძვი უკანონოდ მოჭრეს.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

პრეს-სამსახურის ცნობით, მოჭრილი ხეები სურამთან ახლოს ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყის ფონდის ტერიტორიაზე, ყრია.

ამ დროისათვის, ადგილზე რჩებიან უწყების წარმომადგენლები, რომლებიც ტერიტორიის აღწერას და გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშებას აწარმოებენ.

ვითარებას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლები არკვევენ.



Print

სტატიის გამოყენების პირობები