ახალი ამბები
პოლონეთიდან ანტიკვარული მანქანებით გორის რაიონის ბავშვებს საჩუქრები ჩაუტანეს
საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,ჰუსარია პოლსკა" წევრებმა გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის და შშმ პირებისთვის საჩუქრები ჩაიტანეს.

ანტიკვარული 11 მანქანით ქარავანი ვარშავიდან დაიძრა და უფლისციხეში გუშინ გვიან საღამოს გაჩერდა. ადგილზე მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი და საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი დახვდათ.

ორგანიზაციის წარმომადგენლის ცნობით, ისინი, დაახლოებით, 20 წელია თანხას პოლონელები ბავშვებისთვის აგროვებენ, წელს კი, თანხის შეგროვება გორის მუნიციპალიტეტის ბავშვებისთვის გადაწყვიტეს.

კონკრეტულად, რა სახის საჩუქრებია, ეს გამგეობის წარმომადგენლებმა არ იციან. ადმინისტრაციის უფროსის, ანა ლაფაჩის თქმით, ამას, უშუალოდ, საბავშვო ბაღებში სტუმრობისას შეიტყობენ. თავდაპირველად, დღეს სოფელ ატენის საბავშვო ბაღს ესტუმრებიან.

Print

სტატიის გამოყენების პირობები