ახალი ამბები
,,ჯიქებმა" მეორე ტაიმში თამაშის ბედი შეცვალეს
გორში, ჭალის სტადიონზე, ადგილობრივმა ,,ჯიქმა" მარნეულის ,,არმაზი" 20:14 დაამარცხა. ტრიბუნებზე ერთმანეთის გვერდით ორივე გუნდის გულშემატკივრები ისხდნენ. 

გულშემატკივრების ემოციები, განსაკუთრებით, მეორე ტაიმში და მის მიწურულს არ ცხრებოდა. 

როგორც ცნობილია, მიმდინარეობს ,,დიდი 10"-ის მეორე ტური. 2017-18 წლის სეზონზე ,,ჯიქი" რუსთავში დამარცხდა. ამიტომ, შინ თამაში გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო.

მწვრთნელის, პალიკო ჯიმშელაძის თქმით, გორის სტადიონზე რამდენიმე ძირითადი მოთამაშე ვერ გაიყვანეს, რადგან მისი თქმით, 7 მოთამაშე დაშავებული ჰყავთ.

,,ამიტომ, მათ ნაცვლად, ახალგაზრდული გუნდის წევრები გავიყვანეთ. პირველი ტაიმი შეცდომებით აღინიშნა, თუმცა, მეორე ტაიმში სიტუაცია გამოასწორეს" - აცხადებს მწვრთნელი.

მეორე ტამში ,,არაზმა"  ანგარიში ვეღარ გახსნა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები