ახალი ამბები
ქორდში მიხეილ და არმაზ ჯალაბაძეების სახელობის რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა
ღონისძიება, წარმოშობით ამავე სოფლის მკვიდრი ბიძაშვილების, აწ გარდაცვლილი მიხეილ და არმაზ ჯალაბაძეების ხსოვნას მიეძღვნა.

მიხეილ ჯალაბაძის ძმა, გივი ჯალაბაძე, ყოველწლიურად, ტურნირის სპონსორია. შეჯიბრებას ორგანიზებას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა და ჭიდაობის ფედერაცია უწევს.

მიხეილ ჯალაბაძე საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი იყო, ხოლო, არმაზ ჯალაბაძე - საქართველოს ჩემპიონი.

ღონისძიება გაიმართება ოთხ წონით კატეგორიაში (65 კგ,75 კგ, 85 კგ) და აბსოლუტურში. ფალავნებს გამარჯვება, ტურნირის დასასრულს, გორის მერის კანდიდატმა კოტე თავზარაშვილმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ მიულოცეს.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები