ახალი ამბები
გამყოფ ხაზთან დაკავებულ 6 მოქალაქეს ცხინვალის სასამართლომ 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა
საქართველოს 6 მოქალაქეს, რომელმაც გამყოფი ხაზი 2017 წლის აგვისტოში გადაკვეთა, დე-ფაქტო რესპუბლიკის სასამართლომ 2-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის უშიშროების სამსახურის პრეს-სამსახური ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 6-ვე მოქალაქემ გამყოფი ხაზი გასულ თვეს გადაკვეთა.

,,ჯამში, 2017 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვრის გადაკვეთის თაობაზე, 29 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან, უმრავლესობას ადმინისტრაციული სასჯელი დაეკისრა, ხოლო, 6 პირს სასამართლოს გადაწყვეტილებით პატიმრობა მიესაჯა" - აღნიშნულია დე-ფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტროს განცხადებაში.

ფაქტის შესახებ ოფიციალურ თბილისს განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები