გორის ,,დილას“ ცენტრალურ სტადიონზე ცნობილი გორელი ფეხბურთელის,
თენგიზ ბურჯანაძის სტენდი გაიხსნა.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გუბერნატორის
ადმინისტრაციიდან აცნობეს.
პრეს-სამსახურის ცნობით, ცერემონიას თენგიზ ბურჯანაძის ოჯახის
წევრებიც ესწრებოდნენ.
სტენდი შიდა ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ და ქალაქ გორის
მაჟორიტარმა დეპუტატმა იოსებ მაკრახიძემ მათთან ერთად გახსნეს.
ღონისძიების შემდეგ, ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა
შეხვედრა გორის ,,დილას“ და თბილისის ,,საბურთალოს“ ჭაბუკთა გუნდებს
შორის, რომელიც თბილისელთა გამარჯვებით, 0-2 დასრულდა.
სტატიის გამოყენების პირობები