ახალი ამბები
ციხისუბანში საცხოვრებელ სახლს გაარემონტებენ
ქალაქ გორში, წერეთლის ქუჩა #2-ის ჩიხში საცხოვრებელ სახლს გაარემონტებენ.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიიდან აცნობეს.

ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, ჯამში, რეაბილიტაციისთვის გორის ბიუჯეტიდან 36 000 ლარი დაიხარჯება.

წარდგენილი პროექტის მიხედვით, სახლის ფასადს, ზედა და ქვედა სართულს შესაბამისი სამუშაოები ჩაუტარდება.

ციხისუბანი 2012 წელს გარემონტდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი რამდენიმე მილიონი ლარი ძველი სახლების დანგრევას, ახლის აშენებას და გარკვეულ შენობა-ნაგებობებზე კონსტრუქციის შეცვლას მოხმარდა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში საცხოვრებელი სახლების ნაწილის რეაბილიტაცია დაუმთავრებელი დარჩა, ნაწილს კი, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები