ახალი ამბები
სამი წლის განმავლობაში შიდა ქართლში განზრახ თვითდაზიანებით 57 ადამიანი გარდაიცვალა
2014-2016 წლებში, განზრახ თვითდაზიანების შედეგად, შიდა ქართლში 57 ადამიანი გარდაიცვალა.

აქედან, 46 მამაკაცია, ხოლო 11- ქალი.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სტატისტიკის დეპარტამენტიდან წერილობით აცნობეს. პრეს-სამსახურის ცნობით, მონაცემები სამედიცინო დაწესებულებებიდან მიაწოდეს.

,,აღნიშნული ინფორმაცია ეფუძნება სამედიცინო დაწესებულებებისა და სასწრაფო დახმარების ექიმის მიერ შევსებულ გარდაცვალების სამედიცინო ცნობაში მითითებულ სიკვდილის მიზეზს, რომლის კოდირებაც ხდება ავადმყოფობათა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტატისტიკური კლასიფიკატორით“ - აღნიშნულია საქსტატის მიერ, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისთვის გაგზავნილ წერილში.

უფრო კონკრეტულად:

ქალაქი გორი: 7 შემთხვევა


2014 წელს - 3 (ერთი ქალი და ორი კაცი)
2015 წელს - 2 (1 ქალი და ერთი კაცი)
2016 წელს - 2 (ორივე მამაკაცი)

გორის რაიონი: 17 შემთხვევა

2014 წელს - 7 (3 ქალი, 4 კაცი)
2015 წელს - 5 (5-ვე მამაკაცი)
2016 წელს - 5 (5-ვე მამაკაცი)

კასპის მუნიციპალიტეტი: 13 შემთხვევა

2014 წელს - 3 (კაცი),
2015 წელს - 6 (1 ქალი, 5 კაცი),
2016 წელს - 4 (2 ქალი, 2 კაცი).

ქარელის მუნიციპალიტეტი - 10 შემთხვევა.

2014 წელს - 3 (1 ქალი, 2 კაცი),
2015 წელს 4 (1 ქალი, 3 კაცი),
2016 წელს - 3 (1 ქალი, 2 კაცი).

ხაშურის მუნიციპალიტეტი - 10 შემთხვევა

2014 წელს 4 (ყველა მამაკაცი)
2015 წელს - 0
2016 წელს - 6 (ყველა მამაკაცი)

ჯამში შიდა ქართლში 57 შემთხვევა


2014 წელს - 20 (5 ქალი და 15 მამაკაცი)
2015 წელს - 17 (3 ქალი და 14 მამაკაცი)
2016 წელს - 20 (3 ქალი და 17 მამაკაცი)

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, აღნიშნული შემთხვევები კვალიფიცირდება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. აღნიშნული მუხლით დაწყებული გამოძიებების რიცხვი უფრო ბევრია. სპეციალისტების განმარტებით, სტატისტიკა რეალურ სურათს ვერ ასახავს, რადგან თვითმკვლელობა სამარცხვინოდ ითვლება და ასეთი ფაქტების გამჟღავნება იშვიათად ხდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, თვითმკვლელობის ყველაზე ხშირი მიზეზი დეპრესია, უმუშევრობა, სირცხვილი და დანაშაულის გრძნობაა. დედამიწაზე ყოველწლიურად მილიონზე მეტი ადამიანი ამთავრებს სიცოცხლეს თვითმკვლელობით.
ამავე ორგანიზაციის ცნობით, სუიციდი ყველაზე მეტად მოზარდებში ან 35 წელს ქვემოთ ასაკის ახალგაზრდებშია გავრცელებული. დაახლოებით 10–20 მილიონი შემთხვევა კი, დროული ჩარევით მთავრდება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები