ახალი ამბები
გორის ყველა უბანზე ,,ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატები ცნობილია
პარტია „ქართულმაოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ გორისმოსახლეობას მერობის კანდიდატად გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, კონსტანტინე თავზარაშვილი წარუდგინა.

მერობის კანდიდატმა შეხვედრებ ივერხვების, კომბინატის, სადგურის, წმინდაწყლისა და ცენტრში მცხოვრებ მოსახლეობასთან გამართა.

თითოეულ დასახლებას კონსტანტინე თავზარაშვილმა „ქართული ოცნების“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატები გააცნო.

ნანა ედიშერაშვილი ვერხვების, ხვიჩა ხიხალაშვილი კომბინატის, დათო რაზმაძე - სადგურის, ზაალ გუდაძე - ცენტრის, ხოლო დათო სარალიძე წმინდაწყლის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს.

კონსტანტინე თავზარაშვილმა შეხვედრის მონაწილეებთან გორში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და მათ მოგვარების გზებზე მოსახლებასთან ერთად იმსჯელა.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ქალაქის კეთილდღეობისთვის. ხალხის ყველა ტკივილს თქვენ მიერ არჩეული მაჟორიტარები ხელისუფლებამდე მოიტანენ. ეს არის თვითმმართველობის მთავარი პრინციპიც. გორის გაძლიერებას ერთად შევძლებთ“, - განაცხადა გორის მერობის კანდიდატმა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები