ახალი ამბები
გორში შშმ პირებისთვის განკუთვნილი სოციალური საწარმო მინისტრებმა მოინახულეს
დღეს, 15 სექტემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია: ,,კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრს" ეწვია. მასთან ერთად სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანაწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი იმყოფებოდა.

მინისტრებმა ის სოციალური საწარმო დაათვალიერეს, რომელიც აღნიშნულ ცენტრში ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის" დაფინანსებით, 2016 წელს დაფუძნდა.

პროექტის ფარგლებში, შიდა ქართლში მცხოვრები 14-დან 30-წლამდე ასაკის 34 ახალგაზრდა პროფესიულ უნარებს სხვადასხვა სფეროში ეუფლება. კერძოდ: ჭრა-კერვაში, თიხის დამუშავებაში, ტიხრულ მინანქარში და უსინათლოთათვის ბრაილის შრიფტის სწავლებაში.

ტარიელ ხეჩიკაშვილმა ცენტრის დირექტორს, თინა ბრეგვაძეს თანადგომა აღუთქვა და სამომავლოდ მხარდაჭერასაც დაპირდა.

გორის ,,კეთილდღეოისა და განვითარების ცენრში“ ამჟამად ათობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს შეუძლია ცენტრის სერვისებით სარგებლობა. მათ შორის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებულ პროექტებში მონაწილეობა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები