ახალი ამბები
რენეს დაწყებით სკოლაში სწავლა პირველი კლასის გარეშე დაიწყო
სასწავლო წელი ამ სკოლაში საზეიმო მიღების გარეშე დაიწყო.

სოფელ ზემო რენეში, სადაც დაწყებითი სკოლაა, ერთი კლასი ფუნქციონირებს. აქ, მხოლოდ, ოთხი მოსწავლე სწავლობს.

კლასკომპლექტი მეორე და მეოთხე კლასელებისგან შედგება.

,,წლების წინ, ბავშვთა რაოდენობა საკმაოდ დიდი იყო. ახლა თქვენც ხედავთ რამდენია" - ამბობს პედაგოგი, რომელიც მომავალი წლიდან თვითონაც სხვაგან გადასვლას აპირებს.

ზემო რენეში დაახლოებით 80 კომლი ცხოვრობს. ამდენივე ცხოვრობს ქვემო რენეში. ქვემო რენედან ბავშვები, ძირითადად, მეზობელ სოფელ ნიგოზას საჯარო სკოლაში დადიან.


Print

სტატიის გამოყენების პირობები