ახალი ამბები
ნიგოზას საჯარო სკოლაში რვა სოფლიდან 93 მოსწავლე ირიცხება
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზას საჯარო სკოლაში 93 მოსწავლე ირიცხება.

სკოლის დირექტორის, ლედი მიდელაშვილის თქმით, სკოლა რვა სოფლის ბავშვებს ემსახურება. თორმეტი კლასიდან, მხოლოდ, მეხუთე კლასი არ დაკომპლექტდა. მეორე და მეოთხე კლასები გაერთიანებულია.

ნიგოზა, ჩობალაური, ქვემო და ზემო რენე, ყარაფილა, სარიბარი, კოდისწყარო და გამდლისწყარო - ეს იმ სოფლების ჩამონათვალია, სადაც ან სკოლა არაა, ან დაწყებითი და 9-წლიანი სკოლებია. აღნიშნული სკოლების დამთავრების შემდეგ, მოსწავლეები შემდეგ ნიგოზაში დადიან.



,,ბავშვებს 7-ვე სოფლიდან ტრანსპორტი ემსახურება, წიგნებიც საკმარისია და პირობებიც გაუმჯობესებულია" - გვითხრა სკოლის დირექტორმა. მისი განცხადებით, ყველაზე მეტი, 2000-2001 წლებში დაბადებული ბავშვი მიიღეს.



,,წელს პირველ კლასში 5 მოსწავლე მივიღეთ, ხუთივე სხვადასხვა სოფლიდანაა. ფაქტობრივად, ისე გამოვიდა, რომ თითო სოფლიდან თითო მოსწავლე" - ამბობს ლედი მიდელაშვილი.



სკოლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეთა ნაწილი ტრანსპორტს არ ელოდება და მეზობელ სოფელში შინ ფეხით ბრუნდება




Print

სტატიის გამოყენების პირობები