ახალი ამბები
კომბინატის სკვერში ატრაქციონებს გამოცვლიან
მშვიდობის გამზირის დასაწყისში სკვერის რეაბილიტაცია იგეგმება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ქალაქ გორის მერიიდან აცნობეს.

ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, მთლიანად გამოიცვლება ატრაქციონები.

კერძოდ, ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, მოიხსნება 5 ცალი ატრაქციონი და 8 ,,საპარკე მერხი". მათ ნაცვლად 13 ახალი ,,საპარკე მერხი" დაიდგმება, აქედან, 5 ცალი გზის მეორე მხარეს მდებარე სკვერში განთავსდება.

სამშენებლო კომპანიის თანამშრომლები გეგმავენ, რომ სკვერს ხის კუნძი მოაცილონ და მის ადგილას, ბეტონით, საბავშვო მოედანი გააკეთონ.

საბოლოო ჯამში სკვერში ერთი ცალი სასრიალო, 1 საქანელა და 2 ცალი ,,აიწონა-დაიწონას" კონსტრუქცია დამონტაჟდება. განათების ერთ ბოძს დემონტაჟს გაუკეთებენ.



Print

სტატიის გამოყენების პირობები