ახალი ამბები
გიორგი გეგელაშვილმა სპორტულ წარმატებებს ვარჯიშის დაწყებიდან ერთ თვეში მიაღწია
გიორგი გეგელაშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი გახდა, მომავალი წარმატებებისთვის ემზადება.

თავისუფალ ჭიდაობაში ვარჯიში 10-წლის ასაკიდან დაიწყო. მის უნარებს თავდაპირველად ყურადღება მამამ მიაქცია, რომელიც, ასევე, თავისუფალ ჭიდაობაში ვარჯიშობდა.

სწორედ, მამის ინიციატივით გიორგი ჭიდაობაზე მიიყვანეს.

გიორგი გეგელაშვილის დედა, მარიამ თავშავაძე ამბობს, რომ მათმა შვილმა წარმატება ვარჯიშის დაწყებიდან, ერთი თვის შემდეგ, მიაღწია. საქართველოს ფარგლებში ჩატარებული ჩემპიონატიდან სახლში, უკვე, ტიტულით დაბრუნდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები