ახალი ამბები
,,განათლება ცვლილებებისთვის" - მოზარდებმა 6 თვიანი პროექტი შეაჯამეს
პროექტი „განათლება ცვლილებებისთვის“ შემაჯამებელი ღონისძიებით, ფორუმით დასრულდა. 6 თვის განმავლობაში მიღებული ინფორმაცია და გამოცდილება გორის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებმა მოხსენების სახით წარადგინეს. ბულინგი სკოლებში, ნაადევი ქორწინება, ქალაქიდან მიგრაციის მიზეზები და სამოქალაქო აქტივიზმი - ეს ის ძირითადი საკითხებია, რის შესახებაც მოზარდებმა საკუთარი ხედვები დამსწრე აუდიტორიას გააცნეს.

ფორუმი მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში მოეწყო, რომელსაც პროექტის მონაწილეებთან ერთად მშობლები, პედაგოგები, ადგილობრივი თვითმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

,,ამ პროექტის შემდეგ ცხოვრებას უკვე სხვა თვალით აღვიქვამ. გავიგე, რა არის ბულინგი, რა იწვევს მას და რამდენად მნიშვნელოვანია ამ საკითხის გააზრება მოსწავლეებისთვის, პედაგოგებისთვის და მშობლებისთვის. თუ აქამდე ამ თემას ხუმრობად აღვიქვამდი, ახლა უკვე მესმის, თუ რა ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ჩაგვრას მოზარდზე და მის მომავალზე.-ამბობს პროექტის მონაწილე, ბაჩო კოპაძე

„ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ დიდხანს იქნება ისეთი პრობლემები, როგორიც არის ბულინგი, ადამიანთა უფლებები, ნაადრევი ქორწინება და ა.შ. ამიტომ ყოველთვის მზად ვიქნები, ჩავერთო სხვადასხვა აქტივობაში და პრობლემების მოგვარებაში მივიღო მონაწილეობა,“- ამბობს მარიამ მახვილაძე.

პედაგოგის, თამილა კოშორიძის თქმით, „დღევანდელი რეალობა რამდენიმე წლის წინანდელთან შედარებით ბევრად პოზიტიურია. 5-6 წლის წინ, როდესაც სამოქალაქო განათლება, როგორც საგანი მიემატა სასწავლო პროგრამას, ამანაც კი ძალიან ბევრი წინააღმდეგობა წარმოშვა; ვერავის წარმოედგინა რომ რიგ, თუნდაც, თამამ საკითხებზე ღიად შეიძლებოდა საუბარი და ამას ვერ ეგუებოდნენ. თუმცა, დღეს ბევრად უკეთ გვაქვს საქმე“.

პროექტის ,,განათლება ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლები გასულ 6 თვეს აფასებენ და ამბობენ, რომ კონკურსის წესით შერჩეული მოსწავლეების აქტიურობამ სხვა მათი თანატოლების დაინტერესებაც გაამოიწვია და პროექტის ფარგლებში გაართულ ტრენინგებზე სხვა პროექტის არამონაწილე მოსწავლეებიც ითხოვდნენ, რაზეც უარი არ მიუღიათ.

,,ფორუმის საფუძველზეც შეგვიძლია, ვთქვათ, რომ გორში და შიდა ქართლში არსებობს ახალგაზრდების გარკვეული ერთობა, რომელსაც აქვს საკუთარი მკვეთრად ჩამოყალიბებული ხედვა, რა და როგორ უნდა შეიცვალოს. ადამიანის უფლებები, თანასწორობა და სამოქალაქო აქტივიზმი ყოველთვის იქნება რადიო „მოზაიკას“ სამუშაო თემები და შესაბამისად, მსგავსი პროექტებიც გვექნება,“-აღნიშნავს პროექტის ხელმძღვანელი გვანცა დოლუაშვილი.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებთან იურისტების, ფსიქოლოგების და არასათავრობო სექტორისწარმომადგენლებთან ერთად მენტორი ჟურნალისტებიც მუშაობდნენ. მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით კი მათ მედიანამუშავრები აღნიშნულ თემებზე თავადვე ოამზადეს.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი ,,განათლება ცვლილებებისთვის“ გორის სათემო რადიო ,,მოზაიკამ“ განახორციელა. დასკვნით ღონისძიებაზე კი პროექტში ჩართულობისთვის, მონაწილე მოზარდებს სერტიფიკატები გადაეცათ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები