სამი დღის განმავლობაში იგოეთის, კოდისწყაროს, ყარაფილასა და
ჩობალაურის ტერიტორიაზე ნაყანები დაიწვა.
სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ
ნაყანებზე დარჩენილ ხმელ ბალახსა და ნამჯას მოსახლეობა, ნაცრით
ნიადაგის განოყიერების მიზნით, წვავს.
ისინი შემთხვევის ადგილზე მაინც გადიან. იგოეთი-გამდლისწყაროს
მინდვრებზე ცეცხლი მათ ჩააქრეს.
რაც შეეხება ყარაფილა-ჩობალაურის მიმდებარე ტერიტორიას, აქ,
უსაფრთხოების მიზნით, მეხანძრეებს ახლოს არ უშვებენ.
1 ფოტოზე: ხანძარი კოდისწყაროს
მინდვრებზე
მე-2 ფოტოზე: ჩობალაურის
მინვდრები მდინარე ტორტლასთან

მე-3 ფოტოზე:
ნახანძრალი ყარაფილასა და ორჭოსანს შორის
სტატიის გამოყენების პირობები