ახალი ამბები
გამყოფ ხაზთან რამდენიმე ჰა-ზე ნაყანები დაიწვა
სამი დღის განმავლობაში იგოეთის, კოდისწყაროს, ყარაფილასა და ჩობალაურის ტერიტორიაზე ნაყანები დაიწვა.

სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ნაყანებზე დარჩენილ ხმელ ბალახსა და ნამჯას მოსახლეობა, ნაცრით ნიადაგის განოყიერების მიზნით, წვავს.

ისინი  შემთხვევის ადგილზე მაინც გადიან. იგოეთი-გამდლისწყაროს მინდვრებზე ცეცხლი მათ ჩააქრეს.

რაც შეეხება ყარაფილა-ჩობალაურის მიმდებარე ტერიტორიას, აქ, უსაფრთხოების მიზნით, მეხანძრეებს ახლოს არ უშვებენ.

1 ფოტოზე: ხანძარი კოდისწყაროს მინდვრებზე



მე-2 ფოტოზე: ჩობალაურის მინვდრები მდინარე ტორტლასთან



მე-3 ფოტოზე: ნახანძრალი ყარაფილასა და ორჭოსანს შორის



Print

სტატიის გამოყენების პირობები