ახალი ამბები
წმინდაწყალზე უკან სვლით მოძრავი მანქანა ბავშვის ეტლს დაეჯახა
წმინდაწყალზე მარკეტ ,,ჯიბესთან" ავტომანქანა ბავშვის ეტლს დაეჯახა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს თვითმხილველებმა უამბეს.

ადგილზე საპატრულო პოლიციის სრული შემადგენლობა გამოცხადდა, მათ შორის, ხელმძღვანელი პირები.

15 სექტემბერს 112-ზე შესული შეტყობინების მიხედვით, მანქანა უკან სვლით მიდიოდა და ბავშვიან ეტლს დაეჯახა. ზარის ავტორი ბავშვის დედა იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, პოლიციას ადგილზე განუმარტეს, რომ საბედნიეროდ, ბავშვი ეტლში არ იჯდა.

,,ის დედას ხელში აყვანილი ჰყოლია. მძღოლი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის მიხედვით დაჯარიმდა" - აცხადებენ შს-ს პრეს-სამსახურში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები