ახალი ამბები
მოქმედი გამგებელი დავით ონიაშვილი ,,შენების მოძრაობიდან" გორის მერის კანდიდატია
გორის მუნიციპალიტეტის მოქმედი გამგებელი დავით ონიაშვილი კენჭს ,,შენების მოძრაობიდან" იყრის.

ამის შესახებ მოძრაობის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა დღეს გორში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

უსუფაშვილმა მოქმედი გამგებელი გორის მერის კანდიდატად წარადგინა.

ონიაშვილის გვერდით, გორის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ვახტანგაშვილი, ყოფილი გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე (ორივე ,,ეროვნული ფორუმიდან")ყოფილი პარლამენტარი და გუბერნატორის მოადგილე (ტელეკომპანია ,,თრიალეთის" მფლობელი) ბადრი ნანეტაშვილი, საკრებულოს წევრი ,,რესპუბლიკური პარტიიდან" ვახტანგ ბერკაცაშვილი, საკრებულოს წევრი ,,ეროვნული ფორუმიდან' ივანე არჩვაძე დადგნენ.

პროპორციული სიის სათავეში ტელეკომპანია ,,თრიალეთის" მფლობელი ბადრი ნანეტაშვილია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები