ახალი ამბები
,,შენების მოძრაობაში" დედის გადასვლის მიუხედავად ნიკა მიქაბერიძე ,,ქართულ ოცნებაში" რჩება
ქალაქ გორის მერის წარმომადგენელი ცენტრის დასახლებაში, ნიკა მიქაბერიძე პარტია ,,ქართულ ოცნების" რიგებს არ ტოვებს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მიქაბერიძემ განუცხადა.

მისი თქმით, საკუთარი დედის, ირმა პაპიძის პოზიციის მიუხედავად, თანამდებობაზე რჩება და არჩევნებში ,,ქართული ოცნების" სიით მიიღებს მონაწილეობას. 

"ნამდვილად ვარ ქართული ოცნების პროპორციულ სიაში.. ამ ეტაპზე არაფერს არ ვაპირებ.. დედაჩემის სხვა პარტიიდან მაჟორიტარად წარდგენა ჩემს აზრს არ ცვლის, მას თავისი აზრი და შეხედულებები აქვს, მე ჩემი. მე ვრჩები იქ სადაც ვარ და ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებ მუშაობას." - აცხადებს მიქაბერიძე.

რაც შეეხება დედამისს, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების წარმომადგენელს ირმა პაპიძეს, ის გუშინ დავით უსუფაშვილის ,,შენების მოძრაობას" პროტესტის ნიშნად შეუერთდა:

,,მე დავტოვე ქართული ოცნება, რომელიც ამჟამად წარმოადგენს  ,,ნაციონალური მოძრაობას" - განაცხადა ირმა პაპიძემ. მისი განცხადებით, მასთან ერთად, 50-მდე აქტივისტი დატოვებს ,,ოცნებას"

,,ქართული ოცნების" შტაბის წარმომადგენელი მიხეილ გოგინაშვილი ამბობს, რომ პარტიიდან 50 აქტივისტის წასვლის შესახებ, წერილობითი განაცხადა არავის გაუკეთებია, უფრო მეტიც, პარტიაში ხალხის რაოდენობა იზრდება.

იხ. ამავე თემაზე:

დედა ,,შენების მოძრაობაში" - შვილი ,,ქართულ ოცნებაში"

Print

სტატიის გამოყენების პირობები