ახალი ამბები
სტალინისა და მაო ძედუნის მუზეუმებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საბჭოთა ბელადის, სტალინის სახელმწიფო მუზეუმსა და მაო ძედუნის მემორიალურ მუზეუმს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიხედვით, ორივე მხარე სამეცნიერო კვლევებში მიღწეულ მონაცემებს გაცვლის და  საქმიან ვიზიტებს აწარმოებს.

მას ხელი სსიპ ი.ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა ლიანა ოქროპირიძემ და ჰუნანის პროვინციის ღირსშესანიშნავი ადგილების დირექტორმა ქსიამინგ იანმა მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის გაფორმებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სტალინის სახელმწიფო მუზეუმისა და მაო ძედუნის მუზეუმის თანამშრომლები.






Print

სტატიის გამოყენების პირობები