ახალი ამბები
გორის გამგებელი პოლონეთში გაემგზავრა
ხვალ, ქალაქ გრიფინოში დაგეგმილ დღესასწაულს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დაესწრება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგეობის პრეს-ცენტრიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, გამგებელი დავით ონიაშვილი პოლონეთში დღეს დილით გაფრინდა.

,,მიწვევა 10-დღის წინ მიუვიდა. დავით ონიაშვილი გრიფინოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა ეროვნულ დღესასწაულზე დასასწრებად მიიწვია, ამავე დროს, მემორანდუმის ფარგლებში, სხვადასხვა პროექტებს განიხილავენ" - აცხადებენ პრეს-სამსახურში.

ქალაქ გრიფინოში, ამჟამად, გორის უნივერსიტეტიდან 7 სტუდენტი სტაჟირებაზე იმყოფება. პრეს-სამსახური ამბობს, რომ დავით ონიაშვილი მათაც შეხვდება.

,,ის, დელეგაციის გარეშე, მარტო გაეგმზავრა და სამი დღის შემდეგ დაბრუნდება" - აცხადებს პრეს-სამსახურის წარმომადგენელი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები