ახალი ამბები
კონფლიქტით დაზარალებულ ახალგაზრდებს შერიგების საკითხებზე გამოცდილება გაუზიარეს
,,მშვიდობა ერთი დღით" - ინგლისელი მსახიობის, ჯერემი გილეის ფილმი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და დევნილ ბავშვებს უჩვენეს. დოკუმენტური მასალებით შეფუთული ვიდეო, 15 წლის წინ, მშვიდობის საერთაშორისო დღედ 21 სექტემბრის გამოცხადების ისტორიას ასახავს.

ფილმის ჩვენების შემდეგ ახალგაზრდებს პოლონელი და იტალიელი მოხალისეები ესაუბრნენ. მათ ორგანიზაცია ,,ქართლოსი“ მასპინძლობს.

,,როგორ წარმოიშვება კონფლიქტი და რა გზები არსებობს მათი მოგვარებისთვის?" - ეს ახალგაზრდებმა მოხალისეებთან ერთად განიხილეს. პოლონელმა და იტალიელმა სტუმრებმა, საკუთარი ქვეყნების მაგალითზე, შერიგების მეთოდებზე ისაუბრეს.

შეხვედრა ქართლოსის ოფისში ორ საათს გაგრძელდა. ახალგაზრდებმა აღნიშნეს, რომ მშვიდობის დღის შესახებ, არაფერი სმენოდათ აქამდე და სურვილი გამოთქვეს, რომ ეს დღე მალე ცხინვალელ და აფხაზ თანატოლებთან ერთად აღნიშნონ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები