ახალი ამბები
ქვახვრელში სოციალურად დაუცველი ოჯახის დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია იმართება
გორის მუნიციპალიტეტის სოფლ ქვახვრელში ნანა სადაღაშვილისა და მისი ოჯახის დახმარების მიზნით საქველმოქმედო აქცია იმართება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს აქციის ორგანიზატორებმა აცნობეს.

მათი თქმით, სოციალური ქსელის მეშვეობით, პროდუქტები, ტანსაცმელი და გარკვეული რაოდენობის თანხა შეგროვდა.

ნანა სადაღაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მას, სისხლის მიმოქცევის სისტემის მოშლის გამო, ქვედა კიდურებზე ჩირქგროვები აქვს.

მისი მეუღლე რამდენიმე თვის წინ დაიღუპა. ამჟამად, ქვახვრელში საცხოვრებლად მისი ქალიშვილი შვილებთან ერთად გადავიდა, რომელსაც სოციალური დახმარება სოფელ ბერბუკში მოუხსნეს.

იხ. მეტი
Print

სტატიის გამოყენების პირობები