ახალი ამბები
გორში მსახიობ ოთარ ქუთათელაძის მემორიალური დაფა გაიხსნა
გორში, მშვიდობის ქუჩაზე, ოთარ ქუთათელაძის საცხოვრებელი სახლის კედელზე, მისი შემოქმედებითი მოღვაწეობის უკვდავსაყოფად, მემორიალური დაფა გაიხსნა.

,,გორელებმა გაიხსენეს და პატივი მიაგეს საქართველოს დამსახურებულ არტისტს, ოთარ ქუთათელაძეს, რომელიც ზუსტად ერთი წლის წინ, თავის დაბადების დღეს გარდაიცვალა და თან წაიყოლა დიდი ტკივილი იძულებით შეწყვეტილი ღვაწლისა." - ამბობს ბესო კაიშაური, რომელიც მემორიალური დაფის გახსნას ესწრებოდა.

,,მე დღესაც მზრდის გახსენება ბატონი ოთარის მიერ შესრულებული როლებისა; მე დღესაც მტკივა საზოგადოების დუმილი ამ საყვარელი და მართლაც დიდი მსახიობის თეატრიდან უსამართლოდ დათხოვნის ფაქტის მიმართ" - აცხადებს ბესო კაიშაური, სამართლის სპეციალისტი.

მსახიობ ოთარ ქუთათელაძის გახსენების დღეს, მისმა მეუღლემ ოლია ბრაგვაძემ საზოგადოებას ახალი წიგნი ,,უშენობის ერთი წელი" გააცნო.



Print

სტატიის გამოყენების პირობები