ახალი ამბები
,,ჩემი ცოლის დაქალების” სცენარის ავტორი ქეთი დევდარიანი და ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი გორის სოფლებში ჩავლენ
27 სექტემბერს ქართული სერიალის “ჩემი ცოლის დაქალების” სცენარის ავტორი, ქეთი დევდარიანი, ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი და თბილისის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, გორის მუნიციალიტეტის სოფლებში ჩავლენ.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს აქციის ორგანიზატორებმა აცნობეს.

ორგანიზატორების ცნობით, სტუმრები ადგილობრივ მოსახლეობასთან ღია საუბრებს გამართავენ შემდეგ საკითხებზე:

დასავლეთის ქვეყნების მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარება, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობები, საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი, რა ღირებულებები გვაერთიანებს ქართველებს და ევროპელებს და ა.შ.

შეხვედრებზე ასევე განიხილავენ იმ მითებსა და დეზინფორმაციას, რაც საქართველოში ანტიდასავლური განწყობების შესაქმნელად ვრცელდება. ამას გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციები მოსახლეობას საკუთარ საქმიანობას გააცნობენ და მათი კომპეტენციის
ფარგლებში სხვადასხვა საკითხზე გაუწევენ კონსულტაციას.

შეხვედრები გაიმართება არაფორმალურ გარემოში, სადაც მოქალაქეებს საშუალება ექნებათ დასვან კითხვები და სტუმრებთან ერთდ განიხილონ მათთვის მნიშვნელოვან საკითხები.

შეხვედრები ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის.

შეხვედრების განრიგი:

27 სექტემბერი, ოთხშაბათი 15:00 სთ - შეხვედრა სოფ. ტირძნისში (“შიდა ქართლის სათემო ცენტრის” შენობასთან)

17:00 სთ - შეხვედრა სოფ. ქვემო ხვითი (სოფლის ცენტრში)
Print

სტატიის გამოყენების პირობები