ახალი ამბები
ბელორუსიდან გორელი მოკრივეები სამი მედლით დაბრუნდნენ
გორის ავთანდილ შოშიშვილის სახელობის კრივის სპეციალიზებული სპორტული სკოლის გუნდმა, გასულ კვირას,  მინსკში გამართულ ტრადიციულ მემორიალურ ტურნირზე – ვლადიმერ ბოტვინიკის სახელობის თასზე წარმატებით იასპარეზა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კრივის სკოლის წარმომადგენლებმა აცნობეს.

გორელმა სპორტსმენებმა მწვრთნელების ავთანდილ შოშიაშვილის და ბადრი ყულუმბეგაშვილის ხელმძღვანელობით 3 მედლის მოპოვება შეძლეს.

გუნდი სულ 4 მოკრივით იყო დაკომპლექტებული და კვარცხლბეკს მიღმა მხოლოდ ერთი მათგანი დარჩა.

ტურნირის გამარჯვებული და შესაბამისად ოქროს მედლის მფლობელი გახდა ნიკა ბაბუციძე (43 კგ), ბრინჯაოს მედლები კი ლუკა ნიქაბაძემ (46) და ანზორ ნონიკაშვილმა (60) დაისაკუთრეს.

ვლადიმერ ბოტვინიკის ხსოვნის მემორიალურ ტურნირზე 10 სხვადასხვა ქვეყნის გუნდი მონაწილეობდა და გორელთა მიერ ნაჩვენებ შედეგს მაღალი შეფასება მიეცა კრივის უცხოელი სპეციალისტების მიერ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები