ახალი ამბები
გორის შესასვლელში ,,ევროგაზის" სატვირთო მანქანა მწყობრიდან გამოვიდა
ქალაქ გორის შესასვლელში ,,ევროგაზის" სატვირთო მანქანა მწყობრიდან გამოვიდა და მაგისტრალი გადაიკეტა. 

ამის გამო, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებმა მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდეს და გზის სავალ ნაწილზე სპეციალური ნიშნები დააყენეს.

თხევადი აირით დატვირთული ცისტერნები შუა გზაზე საათზე მეტია დგას. 

გაზგასამართი სადგურის თანამშრომლების განცხადებით, სატვირთო მანქანა მწყობრიდან მოხვევის დროს გამოვიდა.

,,როგორც ამბობენ, ძარავში რაღაც დაუზიანდა, საშიში არაფერია" - აცხადებენ ისინი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები