ახალი ამბები
კონსტანტინე თავზარაშვილი: გორში სამეფო ქუჩის სრული რეაბილიტაცია იგეგმება
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორის მერობის კანდიდატი კონსტანტინე თავზარაშვილი გორის ცენტრალურ უბნებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

მერობის კანდიდატმა მოსახლეობასთან ერთად, გორში მიმდინარე ინფრასტრუქტურილი პროექტები განიხილა. მისი განცხადებით, აღნიშნული მიმართულებით მუშაობა შემდგომშიც გაგრძელდება.

„2018 წლისთვის სამეფო ქუჩის სრული რეაბილიტაცია იგეგმება, რისთვისაც დაახლოებით, 3 700 000 ლარი დაიხარჯება. ასევე, განხორციელდება ნინოშვილის ქუჩის რეაბილიტაცია. 2013 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, გორის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 2 700 000 ლარი დაიხარჯა და 2020 წლამდე დამატებით 20 მილიონი ლარი დაიხარჯება“, - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

მერობის კანდიდატმა შეხვედრის მონაწილეებთან გორში ტურიზმის განვითარებაზეც ისაუბრა.

„ტურიზმის მიმართულებით გორს უდიდესი პოტენციალი აქვს, რასაც სტალინის სახლ-მუზეუმსა და უფლისციხეში ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა ადასტურებს. ჩვენთვის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და კერძო სექტორის ხელშეწყობ პრიორიტეტული საკითხია, რათა ტურისტი ჩვენს რეგიონში მეტი ხნით დარჩეს“, - განაცხადა გორის მერობის კანდიდატმა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები