ახალი ამბები
ჭურჭლის უქონლობის გამო გორის მუნიციპალიტეტის 4 საბავშვო ბაღი დაკეტილია
გორის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში საბავშვო ბაღები, სავარაუდოდ, 2 ოქტომბერს გაიხსნება.

ამის შესახებ ბაღების გაერთიანების მართვის სააგენტო წერილობით იტყობინება.

დოკუმენტის მიხედვით, რომელიც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მოიძია, სწავლის დაწყების დაგვიანების მიზეზად, ჭურჭლის უქონლობა სახელდება.

როგორც ცნობილია, საბავშვო ბაღები ქალაქსა და მუნიციპალიტეტში 18 სექტემბერს გაიხსნა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ მუნიციპალიტეტის 44 საბავშვო ბაღიდან 7 საბავშვო ბაღში სწავლა რემონტის გამო, გვიანდება. სინამდვილეში კი, ამ 7 ბაღიდან სწავლის დაწყება ოთხში, ჭურჭლის არარსებობის გამო, დაგვიანდა.

18 სექტემბერს სწავლა არ დაიწყო  ორთაშენში, ქვემო ხვითში, ზერტში, უფლისციხეში, ქვახვრელში, ტინისხიდსა და ფხვენისში.

აქედან, ორთაშენში, ტინისხიდში, ქვემო ხვითსა და ფხვენისში ჭურჭლის შეძენა დროულად ვერ მოხერხდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები