ახალი ამბები
მერიის კულტურის ცენტრი გორის უნივერსიტეტის რექტორის მოთხრობების წიგნების ბეჭდვას აფინანსებს
ქალაქ გორის მერიის ახალგაზრდობისა და განვითარების კულტურის ცენტრის დირექტორი გიორგი ნადიბაიძე გორის უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი სოსიაშვილის მოთხრობების წიგნებს დაბეჭდავს და შეისყიდის.

ამის შესახებ ცენტრის დირექტორმა საგამომცემლო სახლ ,,უნივერსალთან" ხელშეკრულება 2017 წლის 4 სექტემბერს გააფორმა.

ხელშეკრულების მიხედვით,  მწერალ გიორგი სოსიაშვილის მოთხრობების წიგნები: ,,მესაფლავენი" და ,,ნათლის გვირაბი" დაიბეჭდება, სულ 300 ცალი ეგზემპლარი. 

ახალი წიგნები გორში 2017 წლის 30 სექტემბერს ჩამოვა. კულტურის ცენტრი ქალაქ გორის მერიის დაქვემდებარებაშია და მას, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი რამაზ შიოშვილი კურირებს.

წიგნების დასაბეჭდად ბიუჯეტიდან 2300 ლარი გამოიყო.

ფოტოზე: კულტურის სამსახურისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელები
Print

სტატიის გამოყენების პირობები