ახალი ამბები
ზაზა გულიაშვილი: გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლების განვითარება გრძელდება
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქარელის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ზაზა გულიაშვილი სოფელ ღოღეთის, თამარაშენისა და ქვემო შაქშაქეთის მოსახლეობას შეხვდა.

მერობის კანდიდატმა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გელა ქოთოლაშვილთან ერთად, ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა და ქარელის მუნიციპალიტეტის განვითარების ოთხწლიანი გეგმა გააცნო.

„ღოღეთს და თამარაშენს, ჩვენი მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მსგავსად, გამყოფი ზოლი ესაზღვრება, რაც ცხოვრებას ართულებს. ჩვენი ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, თქვენი ცხოვრების შემსუბუქებასა და მდგომარეობის გაუმჯობესებას, რათა არ მოხდეს მოსახლეობის, განსაკუთრებით ახალგაზრდობის გადინება. მოხდა ამ სოფლების გაზიფიცირება. ღოღეთისა და თამარაშენის მოსახლეობა სახელმწიფო ვაუჩერით სარგებლობს და ამავე სოფლების სტუდენტების სწავლა სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება“, - განაცხადა ზაზა გულიაშვილმა.

აღნიშნულ შეხვედრაზე სოფელ ღოღეთის მოსახლეობამ მთავარ საკითხად სოფლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დააყენა. სოფელ ქვემო შაქშაქეთის მოსახლეობის მთავარ მოთხოვნას კი, სოფელში საბაზისო სკოლის გახსნა წარმოადგენს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები