28 სექტემბერს, გორის უნივერსიტეტში გაიმართა წიგნების: "ოსური
ენის პრაქტიკული გრამატიკისა" და "ქართულ-ოსურ-რუსულ-ინგლისური"
და "ოსურ-ქართულ-რუსულ-ინგლისური სასაუბროს" პრეზენტაცია.
ლექსიკონების შემდგენელი და მთავარი რედაქტორი, ქალბატონი ნაირა
ბეპიევია.
ლექსიკონების გამოცემაზე მუშობდნენ ქართველი და ოსი მეცნიერები;
მთარგმნელები თბილისიდან და ცხინვალიდან. შეხვედრა გახსნა გორის
უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც
ისაუბრა ქართულ-ოსურ ენასა და ურთიერთობებზე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მეცნიერები, პროფესორ-მასწავლებლები და
საზოგადოების დაინტერესებული პირები, სტუდენტები. პრეზენტაციაზე
კომენტარები გააკეთეს უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა და
პროფესორ-მასწავლებლებმა.
სტატიის გამოყენების პირობები