ახალი ამბები
ქარელის მერის კანდიდატი ზემო შაქშაქეთისა და კოდავარდისუბნის მოსახლეობას შეხვდა
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქარელის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ზაზა გულიაშვილი სოფელ ზემო შაქშაქეთისა და კოდავარდისუბნის მოსახლეობას შეხვდა.

მერობის კანდიდატმა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზაზა სოიტაშვილთან ერთად, ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა და ქარელის მუნიციპალიტეტის განვითარების ოთხწლიანი გეგმა გააცნო.

„ჩემი გამგებლობის პერიოდში, მოხისის ადმინისტრაიულ ერთეულში 27 პროექტი განხორციელდა, რომელთა საერთო ღირებულებაა 2 226 537.46 ლარია. თითოეული პროექტი მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვას ემსახურება. ჩვენი მუნიციპალიტეტის, ისევე, როგორც მთელი ქვეყნის ტკივილი ის ადამიანები არიან, რომლებიც იძულებული გახდნენ, საკუთარი საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინათ და სამშობლოში დევნილებად ქცეულიყვნენ. ყველანაირად ვცდილობთ, მათ საცხოვრებლად ღირსეული პირობები შევუქმნათ და ამისთვის უკვე განვახორციელეთ ორი პროექტი. კერძოდ, მოეწყო წყლის სისტემა და სველი წერტილები მოხისის დევნილთა დასახლებაში“, - განაცხადა ზაზა გულიაშვილმა.

მერობის კანდიდატთან შეხვედრაზე მოსახლეობამ მათთვის პრიორიტეტული საკითხები დააყენა. კერძოდ, ზემო შაქშაქეთის გაზიფიცირება, სოფლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და დასუფთავების მომსახურება, რაზეც ზაზა გულიაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხები მომდევნო ოთხწლიან სამოქმედო გეგმაშია გათვალისწინებულია.

სოფელ კოდავარდისუბანში მოსახლეობამ კი, საბაზისო სკოლის რეაბილიტაციის საკითხი დააყენა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები